სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების შესახებ ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დასკვნითი გამოცდები განხორციელდეს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებისა და „ZOOM“- ის მეშვეობით;
2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი:
1) წერითი გამოცდა „e- learning“ აკადემიური პლატფორმაზე;
2) ზეპირი გამოცდა “ZOOM” - იი, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით;
ლექტორი თავად ირჩევს გამოცდის ფორმატს.
2. დამატებით გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: ფორმა #100, სამხედრო სამსახური, დაუძლეველი პირობა;
3. ლექტორი ვალდებულია, დეტალური ინფორმაცია დასკვნითი გამოცდის ხანგრძლივობის, ფორმატისა და შეფასების სქემის შესახებ, განათავსოს e-learning აკადემიურ პლატფორმაზე, შესაბამისი სასწავლო კურსის გვერდზე, მიმდინარე წლის 10 ივნისამდე.
4. სტუდენტი ვალებულია გამოცდა ჩააბაროს მხოლოდ „LMS“ და „e- learning“ აკადემიური პლატფორმებზე მითითებულ დროს.
5. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.